შედარება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: შედარების
ზმნები: შეადარებს შეუდარებს შედარდება შეადარებინებს
1. ორი ან მეტი საგნის, მოვლენის, ადამიანისა და მისთ. ერთმანეთთან მიმართებით განხილვა მათ შორის მსგავსება-განსხვავების დასადგენად.
ტანსაცმლის ზომები შეადარა. ასლი დედანს შეუდარა.
2. ერთი საგნის, მოვლენის, ადამიანისა და მისთ. მეორესთან მიმსგავსება, გათანაბრება.
მისი სილამაზე მზეს შეადარა.
ბმულები
შესადარებელი შეუდარებელი