შემოხვევა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: შემოხვევის
ზმნები: შემოხვევს შემოახვევს შემოიხვევს შემოუხვევს შემოეხვევა
1. გარშემო მოხვევა, შემოვლება.
წელზე შალი შემოიხვია. ლობიო სარს შემოეხვია. კისერზე ხელები შემოხვია.
2. ვინმეს ირგვლივ ბევრის შეგროვება, დახვევა.
პროფესორს სტუდენტები შემოეხვივნენ. მსახიობს ხალხი შემოეხვია.
3. გამოხვევა, აქეთა ან მანდეთა მიმართულებით წამოსვლა.
მანქანამ ჩვენკენ შემოუხვია. მანდ შემოუხვიეს.
ბმულები
შემოხვეული