შესრულება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: შესრულების
ზმნები: შეასრულებს შეისრულებს შეუსრულებს შესრულდება შეუსრულდება შეასრულებინებს
1. დროის გარკვეული მონაკვეთის გასვლა, ასაკის მიმატება.
სამი საათი შესრულდა. სწავლის დაწყებიდან ორი თვე შესრულდა. ბიჭი ათი წლის შესრულდა.
2. დანაპირების ასრულება, რეალობად ქცევა.
ნათქვამი შეასრულა. პირობა შესრულდა.
3. მსმენელის, მაყურებლის წინაშე გამოსვლა, როლის გათამაშება.
სიმღერა შეასრულა. ხალხური ცეკვა შეასრულეს. სიმფონია შესრულდა.
ბმულები
შესასრულებელი შესრულებული