შეყრა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: შეყრის
ზმნები: შეყრის შეაყრის შეიყრის შეუყრის შეიყრება შეეყრება
1. ბევრი საგნის უწესრიგოდ შეგდება.
წიგნები თაროზე შეყარა. ტანსაცმელი კარადაში შეყარა. ყუთები მაგიდის ქვეშ შეყარა.
2. ბევრის იძულება, რომ სადმე შევიდეს.
პატიმრები ვაგონში შეყარეს. ძროხები მოსელში შეყარა.
3. ბევრის ერთ ადგილას შეგროვება, შეკრება.
ხალხი მიტინგზე შეიყარა. სარდალმა ჯარი შეყარა.
4. ავადმყოფობის, სენის დამართება, გადადება.
ვირუსი შეეყარა.
5. ფხვიერი მასის მიყრა, შეფრქვევა.
სახეში ფქვილი შეაყარა.
6. უცბად, მოულოდნელად შეხვედრა.
გზაში მგზავრს შეეყარა.
ბმულები
შეყრილი