შეშრობა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: შეშრობის

ზმნები: შეაშრობს შეიშრობს შეუშრობს შეშრება შეაშრება შეუშრება

1. ზედაპირის ოდნავ, მცირედ გაშრობა.

ყანებზე ნამი შეშრა. თოვლისგან დამბალი მიწა შეშრა. საღებავი შეშრა.

2. ოფლის, წყლის ზედვე (სხეულზევე) გაშრობა.

კაბა ტანზე შეაშრა. ოფლი შეაშრა.

3. კარგად შეწოვა, შესრუტვა.

მიწამ სისველე შეიშრო. ფურცელმა მელანი შეიშრო.

ბმულები

შემშრალი