შეჭრა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: შეჭრის

ზმნები: შეჭრის შეაჭრის შეიჭრის შეუჭრის შეიჭრება შეეჭრება შეაჭრევინებს

1. მჭრელი იარაღით პატარა ნაწილის მოკვეთა, მოცილება.

ვარდს ეკლები შეაჭრეს. თუთიყუშს ფრთები შეაჭრა. თმა შეიჭრა.

2. სწრაფად, ერთბაშად შევარდნა, შესვლა.

მტერი სოფელში შეიჭრა. სახლში ყაჩაღები შეიჭრნენ.

3. სენის, ავადმყოფობის ორგანიზმში შესვლა, შეღწევა.

ინფექცია შეეჭრა.

ბმულები

შესაჭრელი შეჭრილი