ჩავარდნა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: ჩავარდნის
ზმნები: ჩავარდება ჩაუვარდება
1. სწრაფად, ერთბაშად ჩასვლა.
მეზობელს ჩაუვარდა.
2. სიღრმეში ჩაგდება, დაცემა.
ჭაში ჩავარდა. სარდაფში ჩავარდა. თვალში რაღაც ჩაუვარდა.
3. გასაჭირში, მძიმე მდგომარეობაში მოხვედრა.
ვალებში ჩავარდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ტყვედ ჩავვარდი.
4. წინასწარ დაგეგმილის, წარდგენილის ან მომზადებულის ჩაშლა.
პროექტი ჩავარდა.
ბმულები
ჩავარდნილი