ჩამოყალიბება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩამოყალიბების

ზმნები: ჩამოაყალიბებს ჩამოყალიბდება

1. დაარსება, დაფუძნება.

პარტიის ჩამოყალიბება. ასოციაცია ჩამოაყალიბეს.

2. აზრის ზუსტად გამოხატვა, გასაგებად თქმა (დაწერა).

საერთო პოზიციის ჩამოყალიბება. თავისი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა.

3. გარკვეული სახის მიცემა, რაიმე თვისების გაჩენა.

მტკიცე ხასიათი ჩამოუყალიბდა. სისტემა ამგვარად ჩამოყალიბდა.

ბმულები

ჩამოყალიბებული