ჩამოყვანა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩამოყვანის

ზმნები: ჩამოიყვანს ჩამოუყვანს ჩამოაყვანინებს

1. იძულება ან ხელის შეწყობა, რომ ჩამოვიდეს.

ბიჭი სახურავიდან ჩამოიყვანა. მსახიობი საგასტროლოდ ჩამოიყვანეს.

2. ჩამოსვლისას თან ხლება, გაყოლება.

ბავშვი აგარაკზე ჩამოიყვანა.

ბმულები

ჩამოსაყვანი ჩამოყვანილი