ჩაშლა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: ჩაშლის
ზმნები: ჩაშლის ჩაუშლის ჩაიშლება ჩაეშლება
1. დარღვევა, ჩანგრევა.
კიბე ჩაიშალა. აივანი სულ ჩაეშალათ.
2. რაიმე საქმის, პროცესის შეწყვეტა, გაჩერება, ვერ შესრულება.
ნიშნობა ჩაშალეს. გეგმა ჩაეშალა. ვიზიტი ჩაიშალა.
3. ზედმეტი ხარშვით დაშლა, დარბილება.
ხორცი ჩაიშალა. ბრინჯი ჩაიშალა.
ბმულები
ჩაშლილი