ჩაჩრა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: ჩაჩრის
ზმნები: ჩაჩრის ჩასჩრის ჩაიჩრის ჩაეჩრება
1. ძალით ჩატენა.
ხელთათმანები ჯიბეში ჩაიჩარა. ფული ხელში ჩასჩარა. საჭმელი პირში ჩაიჩარა.
2. სხვის საქმეში უადგილოდ, დაუკითხავად ჩარევა.
ჩემ მაგივრად ჩაეჩარა. საუბარში ჩაეჩრება ხოლმე.