ჩაჩხირვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩაჩხირვის

ზმნები: ჩაჩხირავს ჩაიჩხირება ჩაეჩხირება

1. უშნოდ ჩატენა, ჩაჭედვა.

ფიცარი მორებს შორის ჩაჩხირა.

2. უადგილოდ დადგომა, დადება, მოთავსება.

ბარგი შესასვლელში ჩაჩხირა. ავტობუსი ორღობეში ჩაეჩხირა.

3. სხვის საუბარში ან მოქმედებაში უადგილოდ ჩარევა.

ლაპარაკში ჩაეჩხირა.

ბმულები

ჩაჩხერილი