ჩაწევა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: ჩაწევის
ზმნები: ჩასწევს ჩაიწევს ჩაუწევს ჩაიწევა ჩაეწევა
1. მცირე მანძილით გადანაცვლება, გაწევა.
გვერდზე ჩაიწია. სკამი კედლისკენ ჩასწია.
2. ჩასმული, ჩაცმული და მისთ. საგნის ზევიდან ქვევით გადაადგილება, ჩასვლა.
მანქანაში მინები ჩასწია. ბავშვს შარვალი ჩაუწია.
3. ქვევით დაწევა, ჩაშვება.
ნიადაგმა ჩაიწია. სახურავი ჩაიწევს.
4. ალის, ხმისა და მისთ. დადაბლება, შემცირება.
ლამპას ჩაუწია. ტელევიზორს ჩაუწია. გაზს ჩაუწია.
ბმულები
ჩაწეული