ჩაწერა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩაწერის

ზმნები: ჩაწერს ჩაიწერს ჩაუწერს ჩაიწერება ჩაეწერება ჩააწერინებს

1. რვეულში, ბლოკნოტსა და სხვ. დაწერა, ჩანიშვნა.

სტუდენტებმა ლექცია ჩაიწერეს. მისამართი ჩაუწერა.

2. რაიმე წრის, ორგანიზაციისა და სხვ. წევრად გახდომა.

გუნდში ჩავეწერე. ცეკვის სტუდიაში ჩაეწერა.

3. სპეციალური აპარატით ხმის, გამოსახულებისა და მისთ. აღბეჭდვა.

სიგნალების ჩაწერა. ინტერვიუ დიქტოფონით ჩაიწერეს.

ბმულები

ჩამწერი ჩანაწერი ჩასაწერი ჩაწერილი