ჩოგანი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ჩოგნის
1. ხისტარიანი, ბადეგადაკრული ოვალური ან მრგვალი ჩარჩო ბურთის დასარტყმელად.
ჩოგბურთის ჩოგანი.
2. მოკლეტარიანი ფირფიტა მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ.
3. ხის გრძელი ბოლოწაბრტყელებული ჯოხი, იყენებენ ღომის ამოსაზელად და ამოსაღებად.
ღომის ჩოგანი.