ჩოხა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ჩოხის

1. მამაკაცის ქართული სამოსის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, წელში გამოყვანილი, განიერკალთებიანი ზედა ჩასაცმელი, მკერდზე ვერცხლის ან სპილენძის მასრებით.

შინდისფერი ჩოხა. სიძე ჩოხაში იყო გამოწყობილი.

2. უსახელო სამოსი.

3. ბერ-მონაზონთა სამოსი.

ბერის ჩოხა.

4. ქალისა და მამაკაცის გარე სამოსელი თუშ-ფშავ-ხევსურეთში.

ბმულები

ჩოხიანი ჩოხოსანი