ჩრდილოეთი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ჩრდილოეთის
1. მხარე, რომელიც ამომავალი მზისკენ სახით მდგომი ადამიანის მარცხნივ მდებარეობს.
2. დედამიწის ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც ამ მხარეს მდებარეობს, ქვეყნები, რომლებიც ამ მხარესაა.
ჩრდილოეთი აფრიკა.
3. გადატანითი რაიმე უძრავი საგნის ან ნაგებობის ის ნაწილი, რომელიც ამ მხარესაა მოქცეული.
ტაძრის ჩრდილოეთი კედელი.