ჩხრიალი

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩხრიალის

ზმნები: ჩხრიალებს აჩხრიალებს

1. წყლის მცირე ნაკადის სწრაფი დენა ხმის გამოცემით.

წყარო ჩხრიალით მოდის. ნაკადული ჩხრიალებს.

2. ლითონისა ან რაიმე მაგარი საგნების ერთმანეთზე მიხლისას გამოცემული ხმა.

კაკლის ჩხრიალი. ყულაბაში ხურდა ჩხრიალებს.