ცა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ცის
სივრცე დედამიწის ზევით, სადაც არის ციური სხეულები, ღრუბლები.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ლურჯი ცა. ცა და დედამიწა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა - ქალამნად
ანგარიშს არავის უწევს, ამაყია.
ღია ცის ქვეშ
შენობის გარეთ, ბუნებაში.
ცა მოიწმინდა
ღრუბელი გადაიყარა, გამოიდარა.
ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ
იტყვიან უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანზე.
ცამდე აიყვანს
ძალიან შეაქებს, ხოტბას შეასხამს.
ცამდე მართალი
უდანაშაულო, მართალი.
ცას ეწევა (სიხარულით)
ძალიან გაუხარდება.