ცოხნა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: ცოხნის
ზმნები: ცოხნის იცოხნის იცოხნება
1. დაღეჭილი საკვების ხელახლა დაღეჭვა, გადამუშავება, ახასიათებს ზოგიერთ საქონელს.
ძროხა იცოხნის. კამეჩები იცოხნებიან.
2. გადატანითი უშნოდ ღეჭვით ჭამა.
ნუ იცოხნები!
მცოხნავი მცოხნელი