ძალა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ძალის

1. ცოცხალი ორგანიზმის მოძრაობისა და მოქმედებისთვის საჭირო ფიზიკური ენერგია.

მკლავის ძალა.

2. შინაგანი ენერგია, რაიმეს გაკეთების, შექმნის, უნარი.

სიყვარულის ძალა. სიტყვის ძალა.

3. სხეულზე სხვა სხეულების მექანიკური ზემოქმედების საზომი ერთეული.

ხახუნის ძალა. სიმძიმის ძალა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

რა ძალა ადგას?

არავინ აძალებს, არავინ აიძულებს.

ძალაში შედის

სავალდებულო ხდება.