წამოძახება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: წამოძახების

ზმნები: წამოაძახებს წამოიძახებს

1. უცბად დაძახება, წამოყვირება.

მოსწავლემ პასუხი წამოიძახა. აღფრთოვანებით წამოიძახა.

2. ვინმესთვის რაიმე საჩოთიროს, არასასურველის გახსენება, პირში თქმა.

ძველი ცოდვები წამოაძახეს. ადრე თუ გვიან წამოაძახებენ.