წამძღვარება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: წამძღვარების

ზმნები: წაიმძღვარებს წაუმძღვარებს

1. სხვისი წინ გაშვება ან რაიმეს წინ გატარება და უკან მიყოლა.

შვილიშვილები წინ წაიმძღვარა. დროშები წინ წაიმძღვარეს.

2. შესავლის, წინასიტყვაობის დართვა ნაწარმოებისთვის, ნაშრომისთვის და მისთ.

შესავალი წაუმძღვარა. ეპიგრაფი წაუმძღვარა.

ბმულები

წამძღვარებული წანამძღვარი