წარდგენა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: წარდგენის
ზმნები: წარადგენს წარუდგენს
1. ამა თუ იმ დოკუმენტის, საბუთისა და მისთ. ოფიციალურად მიტანა, ჩვენება.
მართვის მოწმობა წარადგინა. პროგრამა წარადგინეს.
2. ვინმეს მიყვანა გაცნობის მიზნით.
შვილი სტუმრებს წარუდგინა. მშობლებს საცოლე წარუდგინა.
3. ვინმეს საჯაროდ დასახელება კანდიდატად, რაიმეს მისანიჭებლად და მისთ.
საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ღირსების ორდენზე წარადგინეს.