წელი1
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: წელის
1. ადამიანის სხეულის შუა ნაწილი თეძოს ძვლებსა და ქვედა ნეკნს შორის.
წვრილი წელი. ნაწნავი წელამდე სწვდება.
2. კაბის, ჩოხისა და მისთ. ნაწილი წელთან.
წელზე ნაოჭი აასხა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
წელს აითრევს
ძლივს, გაჭირვებით ადგება.
წელს მოიწყვეტს/წელში გაწყდება
ძალიან ბევრს იშრომებს.
წელში გაიმართება
ეკონომიურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს.