წელი2
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: წლის
1. დროის მონაკვეთი, რომელსაც დედამიწა მზის ირგვლივ შემოვლას ანდომებს.
სამი წელი გავიდა.
2. დროის თორმეტთვიანი მონაკვეთი, რომელიც 1 იანვრიდან ითვლება.
ახალი წელი. გასულ წელს.
3. დროის თორმეტთვიანი მონაკვეთი, რომლითაც ვინმეს (რაიმეს) ასაკი განისაზღვრება.
3 წლის ბავშვი. 20 წლის კონიაკი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ახალი წელი
წლის პირველი დღე, პირველი იანვარი.
წლიდან წლამდე
წლების განმავლობაში.