წესი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: წესის
1. ნორმა, ჩვეულება.
მეფე ქრისტიანული წესით აკურთხეს.
2. [ძირითადად მრავლობითი] ქცევის ნორმათა ერთობლიობა, კრებული.
ქუჩაში მოძრაობის წესები.
3. მეთოდი, ხერხი.
ძველებური წესით მკურნალობა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
წესად აქვს
ახასიათებს, სჩვევია.
წესად გაიხდის
ჩვეულებად აქცევს, დააწესებს.
წესის აგება
მიცვალებულისათვის უკანასკნელი საღვთისმსახურო წესის შესრულება.
ბმულები
წესით