წვენი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: წვნის

1. სასმელი, რომელიც ხილის ან ბოსტნეულის გაწურვით მიიღება.

ვაშლის წვენი. სტაფილოს წვენი.

2. ხორცის ან ბოსტნეულის ნახარში, ამ ნახარშისგან მომზადებული კერძი.

ლობიოს წვენი. ხორცის წვენი.

3. სითხე, რომელსაც მცენარისა და ცხოველის უჯრედები, ქსოვილები, ღრუები შეიცავს.

ხის წვენი. ყვავილის წვენი. კუჭის წვენი.