წილი2

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: წილის

1. რაიმეს განსაზღვრული ნაწილი.

შემოსავლების წილი. დანახარჯის წილი.

2. რაც ვინმეს ერგო ქონების გაყოფისას.

მემკვიდრეობიდან ჩემი წილი მივიღე.

3. ხვედრი.

ჩემი წილი საქმე გავაკეთე. ჩემი წილი სიცოცხლე.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

წილი აქვს

რაიმე საქმეში მონაწილეობს.

წილში უდგას

ვინმეს მოზიარეა რაიმეში.

ბმულები

მეწილე