წინ

ზმნიზედა

1. პირის მხარეს, პირდაპირ.

ანტონიმი უკან.

წინ იყურე!

2. სათავისკენ, დასაწყისისკენ.

წინ მიიწევს.

3. [თანდებულის ფუნქციით] [ნათესაობითი] ვინმეს ან რაიმეს წინა მხარეს.

ანტონიმი უკან.

ბუხრის წინ ჩამოჯდა. ჩემ წინ იდგა.

4. [თანდებულის ფუნქციით] [ნათესაობითი] გარკვეული დროით ადრე, სანამ რაღაც მოხდებოდა.

ორი წლის წინ. სიკვდილის წინ.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

წინ იხედება

მომავალზე ფიქრობს.

წინ მიიწევს

ვითარდება, უმჯობესდება.

წინ არაფერი უდგას

არაფერი აბრკოლებს.