წისქვილი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: წისქვილის
1. მოწყობილობა, რომელიც ფქვავს მარცვლეულს.
წყლის წისქვილი. ქარის წისქვილი.
2. ხის ან ქვიტკირის შენობა, რომელშიც წისქვილია (1)გამართული.
მთელი სოფელი ამ წისქვილში დადის.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
წისქვილის ქვა
დიდი მრგვალი ქვა, რომელიც ბრუნვისას ფქვავს ქვეშ მოქცეულ მარცვლეულს.