წიწკნა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: წიწკნის
ზმნები: წიწკნის სწიწკნის აწიწკნის იწიწკნის იწიწკნება ეწიწკნება
1. ბალახის, თმისა და მისთ. სათითაოდ გლეჯა ნისკარტით, ფრჩხილებით, კბილებითა და სხვ.
ბალახის წიწკნა. თმას იწიწკნის.
2. ტკივილის ან ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნება.
სვიტრი სწიწკნის. ჭრილობა სწიწკნის.