წონა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: წონის

ზმნები: წონის აწონის იწონის უწონის იწონება აწონინებს

1. იხ. აწონა.

გამყიდველი შაქარს წონის.

2. ვინმეს ან რაიმეს სიმძიმე, რასაც სასწორით ადგენენ.

ბავშვის წონა. ქაღალდის წონა.

3. გადატანითი ვინმეს ან რაიმეს მნიშვნელობა, ავტორიტეტი, გავლენა.

დიდი წონის კაცია. მის სიტყვას წონა აქვს.

ბმულები

საწონი