წრე
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: წრის
1. იგივეა, რაც წრეწირი.
წრის ფართობი. წრის სიგრძე.
2. მრგვლად შემოსაზღვრული ადგილი, რომელიც გარშემორტყმულია ადამიანების ან რაიმე საგნების რიგით.
ფალავანი წრეში შევიდა.
3. რკალი, ალყა.
წრეში მოაქციეს.
4. შეჯიბრების ნაწილი, რომლის დროსაც მოპირისპირეები ერთმანეთს თითოჯერ ხვდებიან.
ჩემპიონატის მეორე წრე.
5. გადატანითი საერთო მდგომარეობის, ინტერესების მქონე ადამიანთა ჯგუფი, გარემო, საზოგადოება.
პოლიტიკოსთა წრე. ბიზნესმენთა წრეში.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
წრეს გადავა
ზომიერების ფარგლებს გასცდება, გადააჭარბებს.
წრეს დაარტყამს
საუბრული ირგვლივ შემოუვლის.