წყალი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: წყლის
ბუნებაში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი, უფერული და უსუნო გამჭვირვალე სითხე, გამოიყენება სასმელად, გასარეცხად, დასაბანად და მისთ.
სასმელი წყალი. ცივი წყალი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ბევრი წყალი ჩაივლის
დიდი დრო გაივლის, ბევრი რამ შეიცვლება.
რა წყალში გადავვარდე
საუბრული რა ვქნა, რა მოვიმოქმედო.
რა წყალში ჩავვარდე!
როგორ მოვიქცე!.
წყლის ნაყვა
უსარგებლოდ, უნაყოფოდ შრომა.
წყალი არ გაუვა
ნამდვილია, აუცილებლად მოხდება.
წყალს ამღვრევს
განზრახ ურევს საქმეს, არეულობა შეაქვს.
წყალს გადაუწურავს
იმედს არ დაუტოვებს.
წყალსაც წაუღია
წყევლა.
წყალში გადაყრის
1. უმიზნოდ დახარჯავს (ქონებას). 2. არ დააფასებს (ამაგს).
ბმულები
უწყლო წყალუხვი წყალწაღებული წყალწყალა წყლიანი