წყურვილი

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: წყურვილის

ზმნები: სწყურია

1. წყლის ნდომა, დალევის სურვილი.

წყურვილმა შეაწუხა. ძალიან სწყურია.

2. გადატანითი რაიმეს გაკეთების, მიღწევის ძლიერი სურვილი, ნდომა.

სწავლის წყურვილი. გამარჯვების წყურვილი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

წყურვილს მოიკლავს

სურვილს დაიკმაყოფილებს.