ჭკუა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ჭკუის

გონება, აზროვნების უნარი.

ჭკუა აქვს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ჭკუაში დაუჯდება ვინმეს

ვინმესთვის მისაღები გახდება, მოეწონება.

მოკლე ჭკუა აქვს

უჭკუოა, აზროვნების უნარი არ გააჩნია.

ჭკუას ასწავლის

დასჯის, თავის საქციელზე პასუხს აგებინებს.

ჭკუაზე შეცდება

გაგიჟდება, შეიშლება.

ბმულები

უჭკუო ჭკუადამჯდარი