ხარჯი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ხარჯის
1. გასავალი, დანახარჯი.
კომუნალური ხარჯები. ტრანსპორტირების ხარჯები.
2. რაიმეს გამოუსადეგარი, უვარგისი ნაწილი, მინარევი.
ბევრი ხარჯი ურევია.
3. ადამიანთა გარკვეული რაოდენობისთვის საჭირო სასმელ-საჭმელი.
დიდი ხარჯი გაიღეს.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
სხვის ხარჯზე
სხვისი სახსრებით.
ხარჯს გასწევს
ფულს დახარჯავს.
ბმულები
ხარჯიანი