ხმა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ხმის

1. ბგერა (ბგერები), რომელსაც ვინმე ან რაიმე გამოსცემს.

მაღალი ხმა. მუსიკის ხმა. ფეხის ხმა.

2. ტონითა და სიმაღლით განსხვავებული ბგერა, მელოდია გუნდურ სიმღერაში.

პირველი ხმა. მეორე ხმა.

3. ცნობა, ამბავი, რომელიც გავრცელდა.

ხმა გავარდა. ხმა დაირხა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ხმას ამოიღებს

ჩუმად მყოფი ლაპარაკს დაიწყებს, რაღაცას იტყვის.

ხმას დაყრის

რაიმე ამბავს გაავრცელებს.

ხმას მიაწვდენს

შორ მანძილზე გააგონებს, რაიმეს გააგებინებს, შეატყობინებს.

ხმის მიცემა

საკუთარი აზრის გამოხატვა არჩევნების, რეფერენდუმის ან კენჭისყრის დროს.

ბმულები

უხმო