ხორცი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ხორცის

1. ადამიანისა და ცხოველის სხეულის რბილი კუნთოვანი ნაწილი.

ჩონჩხი ხორცით არის დაფარული. ძვალზე ხორცია გადაკრული.

2. დაკლული ცხოველის ან ფრინველის სხეულის ნაწილები, რომელსაც ადამიანი საკვებად იყენებს.

ღორის ხორცი. ქათმის ხორცი. მოხარშული ხორცი.

3. ადამიანის მიწიერი, ამქვეყნიური არსებობის სიმბოლო.

ხორცის დათრგუნვა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ხორცს შეასხამს

განახორციელებს, ჩანაფიქრს სინამდვილედ, რეალობად აქცევს, განასახიერებს.

ბმულები

უხორცო ხორცეული ხორციელი ხორცმეტი ხორცოვანი