ჯავრი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ჯავრის

1. დარდი, წუხილი ვინმეს ან რაიმეს გამო.

შვილის ჯავრი არ ასვენებს. ყველაფერზე ჯავრობს.

2. იგივეა, რაც გაჯავრება.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ვინმეს ან რაიმეს ჯავრი სჭირს

ვინმეს ან რაიმეს ემტერება.

ჯავრი მოსდის

ბრაზდება.

ჯავრს ამოიყრის

ვინმეს სამაგიეროს გადაუხდის და ამით გულს დაიმშვიდებს, დაწყნარდება.

ჯავრს არ შეარჩენს

სამაგიეროს გადაუხდის.

ჯავრს შეჭამს

შურს ვერ იძიებს.

ბმულები

ჯავრიანი