ჯვარი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ჯვრის

1. საგანი ან გამოსახულება, რომელიც ერთმანეთის პერპენდიკულარული ორი ღეროს ან ხაზისგან შედგება.

ჯვარი დასვა.

2. ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო.

ჯვრის თაყვანისცემა.

3. კარტის ოთხი სახეობიდან ერთ-ერთი.

ჯვრის ტუზი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ჯვარი აქაურობას!

საუბრული ჯვარმა დაიცვას აქაურობა, ამბობენ, როდესაც რაიმე უბედურების ამბავს შეიტყობენ ან ავი სულის ხსენებისას.

ჯვარი ეწეროს

საუბრული ღმერთმა აშოროს უბედურება, დაიცვას ყოველგვარი განსაცდელისაგან.

ჯვარს აცვამს

გააწამებს, დატანჯავს.

ჯვარს გადასახავს

ჯვრით ან ჯვრის გამოსახვით დალოცავს.

ჯვარს დაიწერს

ეკლესიური წესით შეუღლდება.

ბმულები

ჯვრიანი