ანკესი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ანკესის

1. თევზის საჭერი წვრილი კაუჭი.

ანკესზე ჭიაყელა დაამაგრა.

2. თევზსაჭერი მოწყობილობა, შედგება ხის გრძელი ჯოხის, ლარისა და ანკესისგან(1).

ანკესით თევზაობა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ანკესზე წამოაგებს

მოატყუებს, შეაცდენს.