ბამბა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ბამბის
1. მცენარეული თეთრი ბოჭკო, რომელსაც სპეციალური დამუშავების შემდეგ იყენებენ საფეიქრო მრეწველობასა და მედიცინაში.
ბამბის ქსოვილი. ბამბის ძაფი.
2. ფართოდ გავრცელებული დატოტვილი ბალახოვანი მცენარე, რომლის ბოჭკოვანი ნაყოფისგან მიიღება ბამბა(1).
ბამბის პლანტაცია.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ბამბის ქულა
ერთი ბღუჯა გაპენტილი ბამბა.
ბმულები
ბამბანარევი ბამბეული