დაღი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: დაღის

1. გახურებული რკინის იარაღით დასმული ნიშანი რაიმე საგანზე, ვინმეს ან რაიმეს სხეულზე.

ცხენს დაღი დაასვა.

2. იარაღი, რომლითაც აკეთებენ დაღს(1).

3. გადატანითი რაიმეს კვალი, ნიშანი, ანაბეჭდი.

მწუხარების დაღი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

დაღს დაასვამს

კვალს დააჩნევს.