ეკალი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ეკლის
1. მაგარი, წვეტიანი გამონაზარდი, რომელიც ზოგიერთ მცენარეს აქვს.
აკაციის ეკალი.
2. მცენარე, რომელიც ეკალს (1)ისხამს.
ეკლებში გავლა გაუჭირდათ.
3. გადატანითი [ძირითადად მრავლობითი] ზღარბის ტანზე განვითარებული წვეტიანი დამცავი გამონაზარდი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ეკლებზე ზის
მოუსვენრადაა.
ეკლის გვირგვინი
მოწამებრივი ცხოვრების ან აღსასრულის სიმბოლო.
ბმულები
ეკლიანი