კვირა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: კვირის

1. დროის საზომი ერთეული, რომელიც შვიდ განსაზღვრულ დღეს (ორშაბათიდან მეორე ორშაბათამდე) მოიცავს.

შემდეგ კვირას გამოიდარებს. არდადეგები იმ კვირიდან იწყება.

2. კვირის (1)მეშვიდე დღის სახელწოდება.

კვირას ვისვენებთ. კვირა დილით.

3. დროის შვიდდღიანი მონაკვეთი ზოგადად.

გამოფენა ერთ კვირას გასტანს. შვებულება ორი კვირით აიღო.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ვნების კვირა

დიდმარხვის ბოლო კვირა(1).

კვირაში შვიდი პარასკევი აქვს

საუბრული შეხედულებას, გადაწყვეტილებას ხშირად იცვლის.

ბმულები

კვირაობით