მზე

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: მზის

1. ციური სხეული, გიგანტური გავარვარებული მნათობი, რომლის გარშემო მოძრაობენ დედამიწა და სხვა პლანეტები.

მზის სხივი. მზის ამოსვლა. მზის ჩასვლა.

2. მზიდან (1)წამოსული სხივი, სინათლე, სითბო.

მზეში ზის. მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებით!

იდიომები და მყარი შესიტყვებები

მზე (და მთვარე) ამოსდის ვინმეზე

ძალიან უყვარს ვინმე.

მზე მოეკიდა

მზის სხივებისგან კანი გაუმუქდა; მზეზე გაშავდა.

მზე პირს იბანს

ამბობენ, როცა მზიან ამინდში წვიმს.

მზე შუბის (ან თოხის)ტარზეა

ამბობენ, როცა საღამოს ან დილას მზე ჰორიზონტთან ახლოსაა.

მზით გაცვითე!

საუბრული ბედნიერად გეტარებინოს, ბედნიერებაში გაგეცვითოს (ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი)!.

მზის გული

ადგილი, რომელსაც მზე ძალიან აცხუნებს.

მზის დაბნელება

მზის დროებითი დაჩრდილვა მთვარისაგან.

მზის დაკვრა

ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება მზის სხივების ზემოქმედებით.

მზის სინათლეზე გამოიტანს

სააშკარაოდ გამოიტანს, დაფარულს გააცხადებს.

ჩემმა (შენმა) მზემ

დაფიცება.

ბმულები

მზიანი უმზეო