მოწევა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: მოწევის
ზმნები: მოსწევს მოიწევს მოუწევს მოიწევა მოეწევა მოაწევინებს
1. იგივეა, რაც მიწევა(1).
წიგნები ჩემკენ მოსწია. მაგიდა აქეთ მოსწიეთ.ტახტი მოსწიეთ.
2. რაიმეს მოჭიმვა ან მოზიდვა.
თოკი მოსწია. მშვილდი მოსწია. სადავე მოსწია.
3. საუბრული რაიმეს დამართება, შემთხვევა.
ბავშვებს არაფერი მოეწიოთ! ცოდვა მოეწია.
4. თუთუნის, თამბაქოსა და მისთ. გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა.
სიგარეტი მოსწია. მოწევას თავი დაანება.
5. მოსავლის, ჭირნახულის აღება ან ნაყოფის დამწიფება.
მოსავალი მოიწიეს. ვაშლი მოიწიეს.
6. გარკვეული დროის, პერიოდის დადგომა, მოსვლა.
საღამომ მოაწია. რიჟრაჟმა მოაწია.
7. რაიმეს გარდაუვლად მოხდენა მომავალში.
უცხოეთში გამგზვრება ხშირად მიწევს. მომიწევს ღამის გათენება. ლოდინი მოუწევს. მუშაობა მოუწევს. მომიწევს ფეხსაცმლის ყიდვა.
ბმულები
მოსაწევი მოწეული