საფუძველი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: საფუძვლის

1. იგივეა, რაც საძირკველი(1).

სახლის საფუძველი.

2. გადატანითი რაიმეს საწყისი, დასაბამი, საყრდენი.

ცოდნის საფუძველი. პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი.

3. გადატანითი რაიმეს მიზეზი, საბაბი.

ფაქტების საფუძველზე გაამართლეს.

4. [მრავლობითი] მეცნიერების რომელიმე დარგის, მოძღვრების ძირითადი დებულებები, პრინციპები.

ფილოსოფიის საფუძვლები.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

საფუძველი შეერყევა

სიმტკიცეს დაკარგავს.

საფუძველს ჩაუყრის

რაიმეს დააფუძნებს, დასაბამს მისცემს, დააარსებს.

საფუძვლად უდევს

რაიმეს საყრდენს წარმოადგენს.